|
  • EUR 1 = GEL 3.0595
  • USD 1 = GEL 2.4638
|

1 აპრილიდან მართვის მოწმობების ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება

 2018 წლის პირველი აპრილიდან  2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობები იურიდიულ ძალა კარგავს.

მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა 1 აპრილამდე შეეძლებათ. შეცვლის საფასური 15 ლარია.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

 აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.

 

 

 
 

ავტორი: ნიუპრესი