|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას წერს "ტელეგრაფი" ქუთაისის შესახებ?

  "10 საოცარი რამ საქართველოს შესახებ, რაც, შესაძლოა, არ იცოდით" - ინგლისური "ტელეგრაფის" მიერ შედგენილ ამ ჩამონათვალში  საუბარია ქუთაისზე, როგორც ევროპის ერთ-ერთ უძველეს  ქალაქზე, რომლის ისტორიულ მუზეუმში 16 ათასი არტეფაქტი ინახება - "რასაც ჩვენ ვერ გეტყვით ამ ქალაქის შესახებ, გეტყვით ისტორიულ მუზეუმში დაცული 16 ათასამდე არტეფაქტი" - ნათქვამია  სტატიაში. 

მეორე საოცარი რამ კი, რასაც გამოცემა ყურადღებას, აქცევს ძველისა და ახლის შერწყმაა - უძველეს ქალაქში თანამედროვე არქიტექტურის "ჩემპიონის" პარლამენტის შენობის არსებობა.

"მიუხედავად ძველი სამყაროს ხიბლისა, საქართველო არ არის სიახლეების წინააღმდეგი. მეტიც, იგი თანამედროვე არქიტექტურის გულმხურვალე მომხრე და დამცველია, რისი დასტურიცაა კოსმოსური ერის არქიტექტურით აგებული საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში, - ნათქვამია სტატიაში.

აქვე ასევე საუბარია იმაზე, რომ  ქართველები თავიანთ ქვეყანას ეძახიან  არა ჯორჯიას, არამედ საქართველოს, რომ აქ განსაკუთრებით  უყვართ წმინდა გიორგი, არის საუკეთესო  ზამთრის კურორტები და  დაბალი ფასები.

ინლისელები  ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში მოხვედრის სიძნელეზე, თუმცა, აღსანიშნავია  რომ 18 ივნისიდან ინგლისის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები იწყება, რაც მათთვის ამ სიძნელეს მოხსნის.

 

წყარო

ავტორი: ირინა მაკარიძე