|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

12.00 საათის მონაცემებით, ქუთაისში აქტივობა 6,17 პროცენტია

12.00 საათის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 9 409 ამომრჩეველმა დააფიქსირა.  ეს ამომრჩევლის რაოდენობის 6,17 პროცენტია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ეს მონაცემი 11 000 -ით ჩამორჩება პირველი ტურის აქტივობას.

ქუთაისში არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად აკვირდება.

ქუთაისში, ბიულეტენებში "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგედ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ფიქსირდება, თუმცა ოპოზიციური პარტია მეორე ტურში არ მონაწილეობს.

ამ დროისთვის ქუთაისის საარჩევნო ოლქში დაწერილია ორი საჩივარი, რომლბიც პროცედურულ დარღვევებს ეხება.

ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია გახსნილი, საიდანაც ერთი სპეცუბანია.

ქუთაისში 152  561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე