|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მოხდება დედაენის თამაზე შესრულებული ქუჩის მხატვრობის პრეზენტაცია, გაიმართება კალიგრაფიის კონკურისის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება. 

შეგახსენებთ, 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. 

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

 

ავტორი: ნიუპრესი