|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

14 ქუჩა ქუთაისში, სადაც სპორტული ტრენაჟორები განთავსდება

ქუთაისში, ღია ცის ქვეშ სპორტული ტრენაჟორების მონტაჟი გრძელდება. ამჯერად ტრენაჟორები 14 ადგილზე განთავსდება, რისთვისაც მერიამ 300 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი.
 ყველა ხარჯთაღრიცხვებში მითითებული ტრენაჟორი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინს, (ფუნქციონალურად მიზანმიმართული უნდა იყოს ფიზიკური განვითარებისათვის) მომხმარებლის უსაფრთხოების ნორმებს. ტრენაჟორზე საინფორმაციო სტიკერის (დაფა) სახით გრაფიკულად გამოსახული უნდა იყოს ჩასატარებელი ვარჯიშების ვარიანტები. ასევე მოხდება ტრენაჟორების გადახურვა.


მიმწოდებელი ვალდებულია სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს 15 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართებზე:
1. ნიკეას ქუჩა N36-38 კორპუსების წინ;
2. ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევი N3-5 კორპუსების წინ;
3. თაბუკაშვილის ქუჩა N 173, 36-ე საჯარო სკოლის გვერდით;
4. მაიაკოვსკის ხეივანი N15, მაღაზიის მიმდებარედ;
5. იური ბერაძის ქუჩა N3 გვერდით;
6. ლეონიძის ქუჩა N 2 მიმდებარედ;
7. კლდიაშვილის ქუჩა N136 მიმდებარედ;;
8. ჯავახიშვილის ქუჩა N14 მიმდებარედ, სპორტულ მოედანთან
9. გაპონოვის ქუჩა N10 წინ სკვერში;
10. სულხან-საბას გამზირი N21მიმდებარედ;
11. ბუხაიძის ქუჩის მე- 2-ე მიკრორაიონი N12, N13,N13ა,N16 შორის;
12. ბუკიას ქუჩა N5 კორპუსის მიმდებარედ;
13. ხარებავას ქუჩა N22 მიმდებარედ.
14. ლადი ასათიანის ქუჩა N119 4-6 კორპუსის მიმდებარედ.

ასევე მოხდება ტრენაჟორების გადახურვა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ტრენაჟორები გასულ წელსაც განთავსდა.

 

ამ თემაზე: ქუთაისის 7 უბანში სპორტული ტრენაჟორები განთავსდება

               სპორტული ტრენაჟორები ღია ცის ქვეშ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა