|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 ოქტომბერს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს.

 ქუთაისში 15 ოქტომბერს, მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ბაკისუბანში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 12:00-დან 15:00 სთ-მდე გაითიშება ფიდერები “აისი”, “#202”, “პური-3”, “კოსტია”, “საკონდიტრო”, “161-ა” და “მექანიკური ქარხანა“. ძაბვის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აღნიშნული ფიდერების მომხმარებლებს ნიკეას ქუჩაზე და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს. ჯამში, დაახლოებით 5000 აბონენტს.

15 ოქტომბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებაა დაახლოებით 6000 აბონენტს ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური 35/0.4 კვ ქვესადგურ „ლაჯანაში“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, რის პარალელურადაც დაიგეგმა გაჩეხვითი სამუშაოები მ/ძ გადამცემ ხაზ „ორბელზე“. სამუშაოების წარმოების პერიოდში ელექტროენერგიიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მ/ძ ქვესადგურების „ცაგერის“, „ორბელის“, „ლაჯანას“ „ლენტეხის“, „ხოფურის“ და „ჩოლურის“ მომხმარებლებს ცაგერისა და ლენტეხის რაიონებში.

16 ოქტომბერს, 11:00-18:00 საათამდე მ/ძ გადამცემ ხაზებზე „ღანირი-1“ და „ღანირი-2“ დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოებისა და ქვესადგურში „ხონი-2“ განსახორციელებელი პროფილაქტიკური გამორთვის გამო ძაბვის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 11 000 აბონენტს ქ. ხონში და ხონის რაიონის სოფლებში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა