|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

19-25 ივლისის ასტროლოგიური ჰოროსკოპი - რას გვპირდებიან ვარსკვლავები ამ კვირაში?

ამ კვირას ლომის სეზონი იწყება ჩვეული გრანდიოზულობითა და სავსე მთვარით.  ასტროლოგების რჩევა ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის ასეთია: -  იყავი თავდაჯერებული და ამაყი. უყურე ხალხის სხეულის ენას, რადგან ის ბევრ რამეზე მეტყველებს, უყურე როგორი რეაქცია ექნება ხალხს, როცა სიამაყით გაივლი. აირჩიე სიხარული ამ კვირას. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ცალეულ ნიშნებს, ნახეთ რა გირჩევენ ასტროლოგები: 

ვერძი - ამ კვირას ფრთხილად იყავით საკუთარ ჯანმრთელობასთან, რადგან არსებობს შესაძლებლობა მცირე ფიზიკური პრობლემისა და კვირის განმავლობაში თავს ზარმაცად იგრძნობთ. მოერიდეთ ტკბილეულს და დაიცავით ორგანული დიეტა. კარგი დროა ახალი ფიტნეს რუტინის დასაწყებად. გექნებათ კონკურენტული სამუშაო გარემო, მოერიდეთ პირადულ ურთიერთობას თანამშრობლებთან. კარგი დროა აწმყოს პროექტების დასასრულებლად და ახლის დასაწყებად.

კურო - ყურადღება მიაქციეთ შვილებსა და მათ ცხოვრებას. კრეატიული ინდუსტრია აქტიურდება და მათ, ვინც ამ სფეროში საქმიანობს, მოუწევთ თავაუღებლად მუშაობა. დიდი შესაძლებლობაა კოლეგებთან კამათის,რადგან მათ შესაძლოა არ მოეწონოთ თქვენი იდეები. დაფიქრდით, სანამ დიდხნიანი პროექტის დაგეგმას დაიწყებთ. დაასრულეთ არსებული პროექტები, უაღრესად მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენი კარიერისათვის. მარტოხელა კუროები ახალ ადამიანებს გაიცნობენ, რომლებთანაც იზიარებენ შეხედულებებს, თუმცა არც ისე კარგი დროა სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად

ტყუპები - დაიცავით ბალანსი სახლსა და სამსახურს შორის. უფრთხილდით ოჯახის წევრებს, რადგან თქვენ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. კარგი დროა სახლის რემონტისათვის, ასევე ნათესავებთან შეხვედრისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისათვის. მნიშვნელოვანი დროა მათთვის, ვინც ახალ სამსახურს ეძებს. ყურადღებით უნდა იყოთ იმ პროექტებთან, რომლებიც უცხო ქვეყნებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანი პროექტები ექნებათ სტუდენტებსაც. შეგიძლიათ მოგზაურობა და სულიერ სამყაროსთან ურთიერთობა.
 
კირჩხიბი -კარგი დროა მცირე ექსკურსიებისათვის, დედმანიშვილებთან და სხვა ოჯახის წევრებთან შესახვედრად. ახლა დატვირთული პერიოდი გაქვთ, ამიტომ ეცადეთ, ჭკვიანურად დაგეგმოთ თქვენი კვირა. მოგიწევთ ბევრი კომუნიკაცია, რაც დამღლელი იქნება. ახალი პროექტებისათვის არ არის კარგი დრო, თუმცა იმუშავეთ და გააუმჯობესეთ არსებული. გექნებათ დისკუსიები ფინანსებზე, მოერიდეთ გასესხებასა და სესხებას. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ხელებისა და კისრის არეას.
 
ლომი - ჭკვიანურად მართეთ თქვენი ფინანსები. არ არის ხელსაყრელი დრო ფინანსებთან დაკავშირებული გეგმების დაწყობისათვის. მათ, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად. შესაძლოა, გამოჩნდნენ ადამიანები ახალი იდეებით, ეცადეთ, გადადოთ მათთან შეხვედრა. ფოკუსირდით თქვენს კარიერაზე. კარგი დროა დიპლომის მოპოვებისათვის. მოგიწევთ, დაასრულოთ თქვენი არსებული პროექტები. ფრთხილად იყავით როგორც ბიზნეს, ასევე რომანტიკულ პარტნიორებთან. მოერიდეთ კამათს.
 
ქალწული - მოუარეთ თქვენს ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას. გამოგივლინდებათ მცირება ფიზიკური პრობლემები, მიაქციეთ მათ ყურადღება. ცვლილებები ამ კვირის ნაწილია, თუმცა უფრთხილდით მათ, რადგან არ არის ხელსაყრელი დრო. გექნებათ შესაძლებლობა შეუერთდეთ ახალ ჯგუფს, დროს ძირითადად გუნდურ დისკუსიებში მონაწილეობით გაატარებთ. ამ კვირის ნაწილია ახალი პროექტებიც სამსახურში, რაც წარმატებას მოგიტანთ. მოგიწევთ, დაასრულოთ არსებული პროექტები, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. იმუშავებთ თქვენს კოლეგენთან, თუმცა მომთხოვნები იქნებიან, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციას. დრო დასვენებას დაუთმეთ და დაიცავით ორგანული დიეტა.
 
სასწორი - შესაძლოა, ემოციურად არასტაბილური იყოთ, ამიტომ არ მიიღოთ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, განიხილეთ ისინი ახლობელ ადამიანებთან, რაც თავს თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ. დაგაინტერესებთ სულიერი სამყარო, რაც დაგეხმარებათ ცხოვრების მრავალ ასპექტში. გექნებათ პრობლემები სამსახურში, თუმცა მოახერხებთ მათ გადაჭრას. წელის არეში გექნებათ ტკივილები, დაგეხმარებათ მცირე ვარჯიშებიც კი. გექნებათ შესაძლებლობა დაიწყოთ ახალი, კრეატიული პროექტი.
 
მორიელი - ეს კვირა მნიშვნელოვანი თქვენთვის, რადგან გექნებათ შესაძლებლობა ფოკუსირდეთ სამომავლო გეგმებზე. იქნება კამათი კოლეგებს შორის, მოერიდეთ თქვენი აზრის გამოხატვას. ბევრი გუნდური მუშაობა გელით, რაშიც მთავარ როლს თქვენ შეასრულებთ. იქნება დაძაბულობა პირად ცხოვრებაში, მოერიდეთ მათ. მორიელებისათვის დატვირთული კვირა იქნება, რადგან მოგიწევთ პროექტების დასრულება, შეხვედრა ოჯახის წევრებთან, უნდა შეასრულოთ ოფიციალური ვალდებულებები. ორსულმა ქალებმა ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას.
 
მშვილდოსანი - თქვენთვის რთული დროა, ფრთხილად შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები, იყავით პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით სავსე, უფროსები პერფექციონისტები გახდებიან, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ. ჭკვიანურად მართეთ თქვენი ფინანსები, რადგან შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. თქვენი კისრისა და მხრის არეა მგრძნობიარე იქნება, მოუარეთ მას, გექნებათ მცირე ფიზიკური პრობლემები,
 
თხის რქა - მნიშვნელოვანი დროა მათთვის, ვინც მასმედიის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სტუდენტია. გაიცნობთ უცხოელებს, ასევე მისაღებია სულიერ სამყაროზე ზრუნვა. დაძაბული პერიოდია ფინანსების მხრივ, მოერიდეთ არასაჭირო ხარჯებს. შესაძლოა, თავი ხშირად იგრძნოთ გაღიზიანებულად. შეგეძლებათ, ახალი შემოსავლის წყარო იპოვოთ ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს სახით. მოერიდეთ სესხებასა და გასესხებას. იქნება კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ბევრი შესაძლებლობა.
 
მერწყული - ფრთხილად იყავით ფინანსებთან. ამის გამო ბევრი სტრესი გელოდებათ, თუმცა კონცენტრირდით მათზე და პარტნიორებზე, მაგრამ ახალი პარტნიორებისათვის კარგი დრო არ არის. შესაძლოა,ახალი ხარჯები გამოგიჩნდეთ, მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით. ასევე, იქნება პრობლემები თქვენს რომანტიკულ პარტნიორთან. ელოდეთ ურთიერთობების დასრულებას. მცირე ჯანმრთელობის პრობლემებიც იქნება, როგორიცაა გაცივება და ტემპერატურა.
 
თევზები - ფრთხილად იყავით თქვენს რომანტიკულ პარტნიორებთან. ფოკუსი პირად ცხოვრებაზეა გადატანილი, უნდა ელოდოთ კამათს. ეცდებით, ახალი პარტნიორის მოძებნას ბიზნესში, თუმცა კარგად დაფიქრდით. გექნებათ მცირე ენერგია. ფოკუსირდით თქვენს კარიერაზე, იმუშავეთ იდეალურად, რადგან შესაძლებელია დაძაბულობა კოლეგებთან. მთვარე იმოქმედებს თქვენს ემოციებზე, ეცადეთ, აკონტროლოთ ისინი. გამოიყენეთ ეს დრო სულიერი პრობლემებისაგან გასათავისუფლებლად, მიმართეთ ლოცვებს.
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა