|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

19 წლის ლინდა ფერაძე მსოფლიოს 7 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებული ლინდა ფერაძე და მისი პედაგოგი პროფესორი ციცინო თოდუა მიიღო. 19 წელის ლინდა ფერაძე 2015 წელს პარიზის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაირიცხა. მან გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მსოფლიოს მასშტაბით შერჩულ 7 მოსწავლეში მოხვდა.

"ყველა ადამიანს უნდა დაუფასდეს შრომა, ქალბატონი ციცინო თოდუა თავისი საქმის პროფესიონალია. მან ბევრი გამორჩეული მუსიკოსი აღზარდა და თავის საქმიანობას, არც თუ მაღალანაზღაუებით, გულმოდგინებით ასრულებს. ეს არის პროფესიონალიზმი, ამიტომ დღეს მადლობა გადავუხადეთ მას, მის მოსწავლეს კი, რომელიც პარიზის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაირიცხა, წარმატება ვუსურვეთ"–განაცხადა შოთა მურღულიამ. 

ქუთაისის მერმა წარმატებულ მასწავლებელსა და მოსწავლეს სიმბოლური საჩუქრები და ფულადი თანხა 500–500 ლარი გადასცა.

ლინდა ფერაძე 19 წლისაა, ის წარმოშობით ზესტაფონელია. ფორტეპიანოს განხრით პარიზის სახელმწიფო კონსერვატორიაში 3 წლის განმავლობაში ისწავლის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა