|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მოსახლეობა 23, 4 % - ით შემცირდა

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს.  ეს წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.  

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით მაღალია  2 122 623-ია, სოფლის მოსახლეობა კი მხოლოდ  - 1 591 181ადამიანია.  შემცირება ძირითადად განიცადა სოფლის მოსახლეობამ (23,8 პროცენტი), როდესაც იმავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა შემცირდა (6,3 პროცენტით). 



 კერძოდ, მთელი მოსახლეობის 57,4 პროცენტი შეადგენს ქალაქის მოსახლეობას, რაც წინა აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე 5,1 პროცენტული ერთეულით მეტია.

 მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 118 035 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით 3,4 პროცენტით მეტია.

ზრდა შეინიშნება ასევე ქ. ბათუმის მოსახლეობაში (26,3 პროცენტი), მაგრამ მატება ქ. ბათუმშიც ძირითადად გამოწვეულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი დასახლებების შემოერთებით.

წინა აღწერასთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი მატება (7,3 პროცენტი) დაფიქსირდა ქ. რუსთავში და 124 908 კაცი შეადგინა (იმავე საზღვრებში რაც იყო 2002 წელს).

რეგიონულ ჭრილში ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2002 წლის აღწერასთან შედარებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (37,4 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია (29 პროცენტი), ხოლო ყველაზე ნაკლები - აჭარის ა.რ-ში (10,6 პროცენტი).

იმერეთის მოსახლეობა 23, 4 %-ით შემცირდა.

 აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 ათასი კვადრატული მეტრი.   აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში. 


მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. მონაცემების საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა