|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე 40 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებისთვის ემზადებიან.  სამუშაოებისთვის ცეესკოს 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი გამოეყო.

აღნიშნული თანხიდან, 28 მილიონ 120 ათას 49 ლარი არჩევნების ჩატარების ღონისძიებებს მოხმარდება. 1 მილიონ 30 ათასი ლარი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას, 2 მილიონ 242 ათას 850 ლარი საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებას, 7 მილიონ 610 ათასი ლარი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებას. ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარდება

ავტორი: ნიუპრესი