|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წელს ყველაზე მეტმა ტურისტმა პრომეთეს მღვიმე მოინახულა

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველ 7 თვეში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 35%-ით აღემატება.

 2017 წლის 7 თვის მონაცემებით,  61% (301 557 ) ქართველიხოლო 39% (188 352 ) უცხოელია.

 ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით  28%-ითხოლო უცხოელი -45%-ითაა გაზრდილი. 

უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო გერმანიიდანისრაელიდანპოლონეთიდანუკრაინიდან და  რუსეთიდან.

 სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და  თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე:

  • წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა.  მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს „ოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებსვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს აქტიურად ახორციელებდაშპს „ოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.
  • 3 500 000 ლარი შეადგინა კანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა.
  • 50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა.
  • 2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდადღეს მათი რიცხვი 25-ია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა