|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2017 წლის ეროვნული გამოცდების დაწყების თარიღი ცნობილია

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ჯერჯერობით უცნობია, 41 500 დარეგისტრირებული აბიტურიენტიდან რამდენი მათგანი წარსდგება საბოლოოდ გამოცდებზე, რადგან სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგად ამ რაოდენობაში ცვლილება შევა. საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეები სტუდენტობისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, უკვე არსებობს ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი საგნების მიხედვით.

“განრიგი არსებობს, მაგრამ ჯერ ეს საბოლოო ვერსია არა რის, რადგან გამოსაშვები გამოცდების შედეგებს ველოდებით. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 41 500–მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ეს რიცხვი შეიცვლება. ამიტომ, შესაძლებელია თარიღებიც შეიცვალოს – დღეები საგნების მიხედვით გადანაწილდეს და ა.შ. ეს თეორიულად შესაძლებელია და არ გვინდა აბიტურიენტები დავაბნიოთ. გამოსაშვები გამოცდების დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა და შემდეგ უკვე განრიგის საბოლოო ვერსიასაც მოვამზადებთ”, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა