|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი 2010" ს ქალაქის ბიუჯეტი მილიონი ლარით დააფინანსებს

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საკალთბურთო გუნდის „ქუთაისი 2010“ ბიუჯეტი მილიონი ლარით დააფინანსებს.

კლუბის ფუნქციონირებისათვის განსაზღვრულია ადმინისტრაციისა და სპორტსმენების სახელფასო ფონდი 525,3 ათასი ლარით, მათ შორის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება შეადგენს 6,9 %–ს.

საწვრთნელო შეკრებისა და კალენდრით გათვალისწინებული თამაშების ჩატარებისთვის 65 ათასი ლარი იქნება განსაზღვრული.
 ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი 52 500 000  ლარის შეადგენდა. ბიუჯეტს საკრებულო 25 დეკემბრამდე დაამტკიცებს. 

 მსგავსი:

ქუთაისის საკალათბურთო კლუბს დაფინანსება 60 000 ლარით გაეზარდა

"ქუთაისი 2010"-მა თბილისის "ოლიმპი" დაამარცხა

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე