|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2020 წელს იმერეთის, რომელი მუნიციპალიტეტი მიიღებს მეტ დაფინანსებას

2020 წელს დღგ-ის 19%-იდან იმერეთის რეგიონში ყველაზე მეტ დაფინანსებას ტრადიციულად თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი მიიღებს.

როგორც სახელმწიფო ბიუეჯტის პროექტიდან  ირკვევა,  ქუთაისი, წლევანდელთან შედარებით, თითქმის ორმილიონნახევრით მეტს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან მისაღები კვლავ 3,48% რჩება, თანხა, წლევანდელი 32 935.3 ათასის ნაცვლად, 35 368,1 ათას ლარი გახდება.

დაფინანსების მოცულობით მეორე ადგილზე საჩხერის მუნიციპალიტეტია. მომავალი წლისთვის ამ მუნიციპალიტეტს როგორც დაფინანსების პროცენტი, ისე თანხაც ეზრდება. თუ წელს მან 1.03% და 9 772.3 ათასი ლარი მიიღო, 2020-ში 1.20%-სა და 12 188.3 ათას ლარს, ანუ 2.4 მილიონით მეტს მიიღებს.

0.93%-დან 1.08%-მდე, შესაბამისად, 2,1 მილიონით გაიზრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტისდაფინანსებაც და წლევანდელი 8 787.3 ათასი ლარის ნაცვლად, 10 984.1 ათას ლარს მიიღებს.

1,9 მილიონით გაიზრდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაფინანსებაც. თუ წელს ეს მუნიციპალიტეტი დღგ-ის 19%-იდან 0.83%-ით და 7 881.3 ათასი ლარით ფინანსდებოდა, გაისად ის 0.97%-მდე და 9 851.6 ათას ლარამდე გაიზრდება.

1,8 მილიონით მეტს მიიღებს ჭიათურის მუნიციპალიტეტიც, რომელსაც წელს 0.79%-იან დაფინანსებაში 7 494.1 ათასი ლარი ერგო, 2020 წელს კი პროცენტი 0.92-მდე, თანხა კი 9 367.7 ათას ლარამდე მოემატება.

რაც შეეხება სამტრედიის მუნიციპალიტეტს, მისი დაფინანსება მომავალი წლისთვის 1,7 მილიონით მოიმატებს. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტს 0.74%-იანი დაფინანსებით 7 007.6 ათასი ლარი ჰქონდა, 2020-ში, 0.86%-იან დაფინანსების პირობებში, 8 759.5 ათასი გაუხდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ის 19%-იდან კვლავ 0.81%-ს მიიღებს თერჯოლის მუნიციპალიტეტი, მას თანხა 564 ათასით მაინც მოემატება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა 7 648.1 ათასი მიიღო, 2020-ში 8 213.0 ათას ლარს მიიღებს.

იმერეთის 2 მუნიციპალიტეტს – ვანსა და ხონს გაისად დღგ-ის 19%-იდან მისაღები თანხა შეუმცირდებათ.

11 ათასი ლარით, 0.69%-დან 0.64%-მდე, შესაბამისად, 6 524.0 ათასიდან 6 512.9 ათასამდე მცირდებახონის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. რაც შეეხება ვანს, მისი დაფინანსება სულ 7 ათასით შემცირდება და ნაცვლად 6 381.8 ათასისა (0.67%), 6 374.8 ათასი ლარი (0.63%) გახდება.

600 ათასით გაიზრდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის დაფინანსება. გაზრდილია პროცენტული მაჩვენებელიც და 0.54%-ის ნაცვლად, 0.56%-ს შეადგენს. რაც შეეხება თანხას, 2020-სთვის ეს მუნიციპალიტეტი 5 684.1 ათას ლარს მიიღებს, ნაცვლად წლევანდელი 5 071.1 ლარისა.

568 ათასით მეტს მიიღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. თუ წელს დღგ-ის 19%-ის განაწილებიდან მას 4 947.8 ათასი (0.52%) შეხვდა, 2020-ში თანხა 5 516.4 ათასი (0.54%) იქნება.

იმერეთში ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას კვლავ ტყიბულის მუნიციპალიტეტი მიიღებს, თუმცა, წლევანდელთან შედარებით, გაისად თანხა მასაც მოემატება. თუ წელს ამ მუნიციპალიტეტმა დღგ-ის 19%-დან 3 602.8 ათასი (0.38%) მიიღო, 2020-ში 900 ათასით მეტს – 4 503.4 ათასი ლარით მეტს მიიღებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა– გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.

droa.ge

ავტორი: ნიუპრესი