|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს

21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. ამის შესახებ ცვლილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილება იმ მუნიციპალიტეტებს შეეხება, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება. 

ცვლილების თანახმად,  არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში,  რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

მთავრობის დადგენილება "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

ავტორი: ნიუპრესი