|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

23-26 ოქტომბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

23 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. 24 ოქტომბერს კი დღისით იწვიმებს. წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც.

25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება. მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი