|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც ეს დღე რეალობად აქცია”

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ  იმ გმირებს, ვინც თავი გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის,  ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას ხურჩაში... დღეს ჩვენ ვიხსენებთ, რომ 25 წლის წინ ჩვენმა თანამებრძოლებმა ერთად მთელი ერი გაერთიანდა ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია”, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს თავის მიმართვაში. 

პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საქართვეელოს და მის მეგობრებს, ასევე  აფხაზ და ოს თანამემამულეებს მიულოცა. 

” წლევანდელი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა, მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპულობა სახელმწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენ კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგამთ ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ერთად ვზეიმობ და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ერთად ვიქნებით, რომელსაც მივაღწევთ როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და დემოკრატიული ერი”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი