|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 ივლისს იმერეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

 ტყიბული. 26 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე - 1065 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოჩხეთი, ციხია, კისორეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე  - 144 აბონენტს ხრესილისა და ბუეთში. 11:00-იდან 18:00 საათამდე - 252 აბონენტი სოფლებში დაბაძველი და საწირე.

 სამტრედია. 26 ივლისს 12:00-დან 17:00 საათამდე - 168 აბონენტს სამტრედიის მუნიციაპლიტეტის სოფლებში ნოღა და ზემო ნოღა.

ზესტაფონი.  26 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება 1753 აბონენტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილიკაური, ბოსლევი, რკვია, ქვედა საზანო და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 15:00 საათამდე - 530 აბონენტს ქ. ზესტაფონში (წერეთლის ქ.) ცხრაწყაროში, კვალითში, ტაბაკინში. 10:00-დან 15:00 საათამდე - 1247 აბონენტს ქ. ზესტაფონში რობაქიძის, წერეთლის, ზაპოროჟიეს ქუჩებზე და კვალითში. 14:00-დან 19:00 საათამდე - 1918 აბონენტს ქ. ზესტაფონში ჩხეიძის, ნიკოლაძის, გორგასლის, ფოროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 15:00 საათამდე - 429 აბონენტს ქ. ზესტაფონში მეგობრობის, აღმაშენებლის, ჭანტურიას ქუჩებზე.

ცაგერი/ლენტეხი. გადამცემ ხაზ „ორბელზე“ დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 27 ივლისს 11:00-დან 16:00 საათამდე დროებით შეუწყდებათ დაახლოებით 5490 აბონენტს ქალაქ ცაგერში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში; ასევე დაახლოებით 1770 აბონენტს დაბა ლენტეხში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა