|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისს ქუთაისში "ეგარი" და თორნიკე ყიფიანი იმღერებენ

26 მაისს დამოუკიდებლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ უბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენები და თეატრალური პერფორმანსები.

ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტი ცისფერყანწელთა ქუჩაზე  20:00 საათზე დაიწყება. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ქუთაისში იმღერებენ ჯგუფი „ეგარი“, ლაშა რამიშვილი, თიკა მახალდიანი და თორნიკე ყიფიანი ბენდით.

ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება. 

 

ქუთაისში 26 მაისი რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნება

ავტორი: ნიუპრესი