|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

27 ივლისს იმერეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

27 ივლისს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ტყიბული. 27 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „ცუცხვათის“ 511 აბონენტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცუცხვათი, ზედა ჭყეპი, კოკა, ოხომირა; 11:00-იდან 18:00 საათამდე - 315 აბონენტს სოფლებში ძიროვანი და საწირე. 11:40-დან 18:30 საათამდე - 319 აბონენტს ძუყნურში, ლეღვაში, ახალდაბაში, ხრესილში.

ზესტაფონი. 27 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „სასახლის“ 1422 აბონენტს ქ. ზესტაფონში წერეთლის, აღმაშენებლის, რობაქიძის ქუჩებზე და სოფლებში სასახლე, შიმშილაქედი. 

ბაღდათი. 27 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „ობჩის“ 1252 აბონენტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი ობჩა და მეორე ობჩა.

ამბროლაური. 27 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „ზნაკვას“ 459 აბონენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზნაკვა, საკეცია; ასევე 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „ლიხეთის“ 501 აბონენტს სოფლებში ლიხეთი, აბარი, ურავი. 

ონი. 27 ივლისს 12:00-დან 14:00 საათამდე - 59 აბონენტს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთისში. 

28 ივლისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ძევრულას ჰიდროელექტროსადგურში დაგეგმილი ტესტირების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად შეეზღუდება მომხმარებლებს მთლიანად ამბროლაურის, ონის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, აგრეთვე დაახლოებით 1000 აბონენტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვედა საზანო, ტყლაპი, სასახლე. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი