|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30 იანვრამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

27 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს. 31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 27 იანვარს ნალექიანი, ხოლო 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ავტორი: ნიუპრესი