|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

400 წლის წინ ჩაძირული ეკლესია წყლის ზემოთ ამოვიდა

მექსიკის შტატ ჩაპასის ერთ-ერთი წყალსაცავის ზედაპირზე გამოჩნდა 400 წლის წინ აშენებული ეკლესია. აღმოსავლეთიდან მოსულმა მტვერმა ქალაქში წყლის დონე თითქმის 24 მეტრით დაბლა დაწია, რის შედეგადაც გამოჩნდა ჩაძირული ნანგრევების დიდი ნაწილი.

არქიტექტორების შეფასებით, ეკლესია მეთექვსმეტე საუკუნეში ააგეს ესპანელმა კოლონიზატორებმა. წყლის ზედაპირზე გამოჩნდა კედლები, რომელთა სიმაღლეც ზოგ ადგილებში 10 მეტრს აღწევს. აღმოჩენილი შენობის სიგრძე დაახლოებით 61 მეტრს, ხოლო სიგანე 14 მეტრს შეადგენს.

ეკლესია გასული ასწლეულის 60-იან წლებში ჩაიძირა წყალსაცავის მშენებლობის გამო. ადგილობრივებმა უკვე მოაწყვეს შენობაში ექსკურსიები. გარდა ამისა, შესაძლებელია იქირავოთ ნავი და თავად მოინახულოთ ისტორიული ნაგებობა.

 

 წყარო: ამბები.გე

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა