|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

6-8 დეკემბერს საქართველოში ქარბუქია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში -15 გრადუსამდე;
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლია მოსალოდნელი, დღისით კი ცივი და უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  -6;-1; მაღალმთაში - -17 გრადუსამდე ყინვა შენარჩუნდება.

7 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია წვიმა, მთაში - თოვლი. ღამით ყინვა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღის ბოლოს შესაძლოა მოთოვოს.

8 დეკემბერს ასევე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებსა და მაღალმთაში ყინვა დღისითაც იქნება, დაბლობსა და ბარში კი ყინვა ღამით დაფიქსირდება.

6-8 დეკემბერს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში პერიოდულად ქარბუქი იქნება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა