|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემთხვევაში ნამოხვანჰესი დაინგრევა - თეა გოდოლაძე

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემთხვევაში ნამოხვანჰესი დაინგრევა, ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს. მან ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის გათვლილი მოსალოდნელი რისკები.

"პროექტი არ არის გათვლილი შესაძლო რისკებზე, გაცილებით ნაკლები სიმძვლარის მიწისძვრაზე არის გათვლა.  7 მაგნიტუდის სიმძლავრის შემთხვევაში, ნამოხვანჰესი დაინგრევა. საერთოდ არ არის გათვალისწინებული მეწყრული პროცესები. რაც შეეხება კომპანიის გამოცდილებას, აქ მაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გადმომცა კომპანიის მენეჯერმა, მაგრამ მე ვერ ვნახე, რომ ამ კომპანიას კაშხლური ტიპის მშენებლობების გამოცდილება ქონდეს. კავკასია არის ახალგაზრდა მთათა სისტემა, აქ ყველაფერი მოძრაობს და თურქეთს მსგავსი გეოლოგიური პრობლემები არ აქვს", - აცხადებს თეა გოდოლაძე. 

 მისივე თქმით, კომპანიაზე მშენებლობის უფლების გაცემა არის დანაშაული, ქართული კანონმდებლობითც კი. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობას, რომელსაც ენკა რინეულებლიზი ახორციელებს, ადგილობრივი  მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს, დღეს კი,  ქუთაისში მძლავრი საპროტესტო აქცია გაიმართა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა