|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 მარტს ქუთაისში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება

დღეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.

ღონისძიებას ორგანიზებას  მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება უწევს.

 

 კონცერტში გაერთიანების ფილიალების - მ. ბალანჩივაძის სახ. №1 სამუსიკო სკოლის, ზ. ფალიაშვილის სახ. №2 სამუსიკო სკოლის, ზ. ანჯაფარიძის სახ. №3 სამუსიკო სკოლის, ნ. გაბუნიას სახ. №4 სამუსიკო სკოლის, მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მონაწილეობენ.

სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვლენ და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ქუთაისის სამუსიკო სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლას დედაქალაქში აგრძელებენ.

გაერთიანების ფილიალების გარდა კლასიკური მუსიკის საღამოზე წარმოდგენილი იქნებიან მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, სოლისტები, გუნდი და ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი.

ააიპის ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებამდე, ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელობა მადლობის სიგელით დააჯილდოებს გაერთიანების ღვაწლმოსილ ქალბატონებს ქალაქის კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

ავტორი: ნიუპრესი