|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აიეტი, ოქროს საწმისი და ვიზიტორები ქუთაისის ტურისტულ ცენტრში [PHOTO]

ქუთაისის ტურისტულ ცენტრში მოსულ ტურისტებს აიეტის შთამბეჭდავი ფიგურის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.  კოლხეთის მეფესთან არის ლეგენდარული "ოქროს საწმისი", რომელსაც ტურისტული ცენტრის დირექტორი ამჯერად არავის გაატანს, მით უფრო, რომ ცენტრის დასათვალიერებლად მისულ ჟურნალისტებს დარბაზში მედეას ფიგურა არ შეუნიშნავთ.

ცენტრის დირექტორის ტატო ლილუაშვილის განმარტებით, აიეტის დარბაზის მოწყობა ჯერ დასრულებული არ არის, დარჩენილია მხოლოდ თეთრი და შავი ღვინისათვის ფიალების დადგმა. დარბაზში დროთა განმავლობაში, შესაძლოა, არგონავტების მითის სხვა პერსონაჟებით გამოჩნდნენ, რადგან "არგო" უკვე ადგილზეა.  

ტურისტული ცენტრის გახსნა ქალაქის დღესასწაულზე - 2 მაისს მოხდა, თუმცა ამჯერად ჟურნალისტებისათვის მედია ტური გაიმართა.

ცენტრის განკარგულებაშია კომფორტული სამუშაო ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ასევე არსებობს თავისუფალი სივრცე, რომლის გაქირავებაც იგეგმება, ოღონდ წინასწარი პირობით, რომ მოეწყოს ტურისტების საჭიროებისათვის კვების ობიექტი, სუვენირების მაღაზია და ვალუტის გადამცვლელი ჯიხური. ფართების იჯარით გაცემა იგეგმება, რისთვისაც სამსახური მათ ელექტრონულ აუქციონზე  უახლოეს პერიოდში გამოიტანს. ტატო ლილუაშვილის თქმით, აღნიშნულმა ობიექტებმა მოკლე ხანში უნდა შეძლონ ფუნქციონირების დაწყება.

მისივე თქმით, გახსნის დღიდან ცენტრს უკვე სტუმრობს 600-მდე ტურისტი. მათ ადილზე  მიეწოდებათ ტურისტული ლოკაციების, ტრანსპორტის, ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების და სხვა საჭირო ინფორმაცია. 

აღსანიშნავია, რომ შენობა  ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, მოწყობილია პანდუსები და ინკლუზიური სველი წერტილები.

ცენტრის შენობის რეაბილიტაციისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 162 ათასი ლარზე მეტი დაიხარჯა. შენობა მანამდე "მირზაანის" საკუთრება იყო.

 

 

ამ თემაზე: ქუთაისის ტურისტული ცენტრი რამდენიმე დღეში გაიხსნება

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა