|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი ბობოხიძე ქუთაისში მის შესაძლო მაჟორიტარობას არ უარყოფს

"ნიუპრესზე" გასულ მასალას, ქუთაისში შესაძლო მაჟორიტარობასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა. დეპუტატი არ უარყოფს, რომ  პარტიაში  მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა აღნიშნავს, რომ  საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

"ეს დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ  როგორ გადაწყდება ხონი-ვანის მაჟორიტარობის საკითხი. ყველაფერი  რამდენიმე დღეში გაირკვევა" ,- განუცხადა მან "ნიუპრესს".

შეგახსენებთ, აკაკი ბობოხიძე, 6  მოწვევის პარლამენტარია, სხვადასხვა დროს ის იყო ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.  ორჯერ იყო დანიშნული იმერეთის გუბერნატორის პოსტზე.  ბობოხიძე 2016 წლის პარტის საარჩევნო სიაში  #13-ით ირიცხება.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ივლისის ბოლოს დაასახელებს. არსებული ინფორმაციით, პარტია აკაკი ბობოხიძის  №48 საარჩევნო  ოლქში წარადგენს.   ამ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებია:  გამარჯვება, ძელქვიანი,  უქიმერიონი.   მმართველი პარტიიდან №48 საარჩევნო  ოლქში  ექიმი დიმიტრი მხეიძე იყრის კენჭს, ალასანიას გუნდიდან ბიზნესმენი გია გუმბერიძე დასახელდა,  „რესპუბლიკელებიდან“ კი  ნატო ქათამაძე იბრძოლებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა