|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უჩა ნანუაშვილი: "საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა დახვეწას საჭიროებს"

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისში საჯარო დებატები გამართა. დებატები ნარკოპოლიტიკასა და კანონში შესატან ცვლილებებს ეხება. სახალხო დაცველის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის განხილვას ომბუდსმენის აპარატი აქტიურად აგრძელებს და მორიგი განხილვა ქუთაისში გაიმართა.

უჩა ნანუშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა არაა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და დახვეწას საჭიროებს. მისივე განცხადებით, არსებული პოლიტიკის გამო მოქალაქეთა უფლებები დაუცველია.

დებატებს შსს–ს წარმოამდგენელი, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლის კახაბერ კვაშილავას განცხადებით, 2014–2015 წლების მონაცემები ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების დროს გამოვლენილი დარღვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ალკოჰოლის მიღების დროს გამოვლენილი დარღვევები. ასევე არ მომხდარა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც დამნაშავე იქნებოდა პირი, რომელიც მარიახუანას მომხმარებელია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა