|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ დღეს მოვესწარი, გახარებული ვარ" - შოთა მურღულია

ქუთაისის საკრებულოში არსებული ფრაქციების რაოდენობა ერთით შემცირდა. საკრებულოს  დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას პირველმა მხარი ქალაქის მერმა დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ის კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. „ამ დღეს მოვესწარი, გახარებული ვარ“, - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერის პასუხად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია უკლებამ აღნიშნა, რომ ფრაქციის გარეშეც არ შეასუსტებენ  ოპონირებას. ფრაქციის დაშლა "ნაციონალური მოძრაობიდან"  "ევროპული დემოკრატების" გამოყოფამ გამოიწვია.

ცვლილებებია ფრაქცია „სამართლიანობაში“, რომელიც   ლელა ქელბაქიანმა დატოვა. სამაგიეროდ, ფრაქციის შემადგენლობას რობინზონ წინწკალაძე დაემატა. ფრაქციას  გელა გაბადაძე ხელმძღვანელობს, მის შემადგენლობაშია ასევე კახა დვალიშვილი.  

"სამართლიანობიდან" წასული ლელა ქელბაქიანი „ქართული-ოცნება-მრეწველებს“ შეუერთდა.

ქუთაისის  საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის ლაშა გვენეტაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ფრაქციას  "ქართული ოცნების" წევრი ვიქტორ დოლიძე უხელმძღვანელებს.  ფრაქციის შემადგენლობაში რჩება  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი.

ქუთაისის საკრებულოს ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქციად "ქართული ოცნება" რჩება.  

მეოთხე ფრაქცია, რომელიც  საკრებულოში ფუნქციონირებს,   ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ფრაქცია  "ქუთაისისთვისაა".   ის სამ წევრს - დავით წიტაიშვილის, სამსონ გუგავას და დავით ჯანაშიას აერთიანებს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა