|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, პედაგოგებს ანაზღაურება შეუმცირდეთ"- ბესიკ ბრეგაძე

ქუთაისში მერიის სპორტულ და კულტურულ აიპებში სწავლის საფასურის გაუქმების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ბესიკ ბრეგაძემ არ მიიღო. მისი აზრით, ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, პედაგოგებს ანაზღაურება შეუმცირდეთ, რაც მისთვის მიუღებელია.

„წინა საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც აიპებში სწავლა ფასიანი გახადა, ახლანდელმა საკრებულომ გააუქმა.  იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული იყო ისეთი მნიშვნელობანი გადაწყვეტილება,  როგორიც არის ამ დაწესებულებებში პედაგოგთა ანაზღაურების გაზრდა და შესაბამისი თანხების აკუმულირება, რომელიც ორგანიზაციის  საქმიანობისთვის აუცილებელი იყო.  დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს გააუქმეს.  მე დავსი კითხვა,  ამის გაუქმებით მოხდება თუ არა პედაგოგთა ხელფასების შემცირება?  პასუხი ორაზროვანი  იყო, თურმე 2018 წლის ბიუჯეტში გამოჩნდება ეს ყველაფერი. ასეთი გადაწყვეტილება ჩემთვის მიუღებელია“,-განცხადა ბრეგაძემ.

ბრეგაძის კითხვას მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ უპასუხა.

მისი თქმით, პედაგოგების ხელფასების შემცირება არ მოხდება, პირიქით, ხელფასების გაზრდა იგეგმება, რაც აისახება 2018 წლის ბიუჯეტში.

გიორგაძის განმარტებით, სწავლის საფასურის დაწესებას ააიპების  პედაგოგების ხელფასებზე გავლენა ისედაც არ მოუხდენია.

"მოსწავლეთ რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ვინც დარჩა, იმათაც არ შეჰქონდათ შენატანები, შესაბამისად, ამას პედაგოგების ხელფასებზე გავლენა ნამდვილად არ ჰქონია", -განაცხადა გიორგაძემ.

 

შეგახსენებთ, საკრებულოს პირველ რიგგარეშე სხდომაზე  ქუთაისის მერიის სპორტის და კულტურის ააიპებში სწავლის საფასური გაუქმდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი