|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

"ამ ქალაქს ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ"

“Ricdog სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” პრეზენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგის ოფისში გაიმართა.
პლატფორმის არსებობა ქუთაისის მცხოვრებლების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვას გულისხმობს.
“Ricdog სამოქალაქო აქტივიზმის " ხელმძღვანელის, დავით კიკუტაძის თქმით, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ გაუწიონ მონიტორინგი თვითმმართველობის მუშაობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ქალაქის მართვის საქმეში. მოქალაქეები, რომლებიც თავად ირჩევენ მერებს, საკრებულოს წევრებს, ქალაქის ხელმძღვანელებს ისინი არიან დამკვეთის გამცემები, როგორ უნდა განვითარდეს თავიანთი ქალაქი. სწორედ ამიტომ მათ უნდა შეძლონ ამ ყველაფრის მონიტორინგი. როგორ იხარჯება მათ მიერ გადახდილი გადასახადები და რა კუთხით ვითარდება ქალაქი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება დააკვირდნენ საკუთარი ქალაქის განვითარებას და გამოთქვან საკუთარი ვარაუდები თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ. ამ ქალაქს ქმნიან, ის ადამიანები რომლებიც აქ ცხოვრობენ“-განაცხადა კიკუტაძემ
პლატფორმა “Ricdog სამოქალაქო აქტივიზმში“ ჩართვა ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ხატია ბანძელაძე