|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ნეიროვასკულარული ფორუმი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს

 პირველად ამიერკავკასიის მასშტაბით, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ნეიროვასკულარული ფორუმი თემაზე "თავის ტვინის ანევრიზმებისა და არტერიო-ვენოზური მალფორმაციების ენდოვასკულური მკურნალობა" მიმდინარეობს.

სასწავლო კურსი 2-3 მარტს გაიმართება და მას ლატვიიდან და რუსეთიდან მოწვეული ექსპერტები დაესწრებიან, რომლებიც ტვინის ანევრიზმის ენდოვასკულარული მკურნალობის შესაძლებლობებზე მოხსენებებს წაიკითხავენ.

2 დღიანი ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი საჩვენებელი ოპერაციის ჩატარება.

2 მარტს დამსწრე ნეიროქირურგებს საშუალება ექნებათ ონლაინ ადევნონ თვალყური, უახლესი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით მიმდინარე ქირურგიულ ჩარევას- არტერიო ვენოზური მალფორმაციის ემბოლიზაციას PHIL™ Liquid Embolic - ის გამოყენებით, ხოლო 3 მარტს შესრულდება საჩვენებელი ოპერაცია „ანევრიზმის ემბოლიზაცია“.

სასწავლო კურსის ფარგლებში მიმდინარე ურთულეს ნეიროქირურგიული ოპერაციებს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი მირზა ხინიკაძე ჩაატარებს.

ფორუმში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ნეიროქირურგს შეეძლება.

საქართველოში ნეიროვასკულარული ფორუმის ორგანიზატორები არიან: მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის მიმართულებით - მაიკროვეშენი-ტერუმო (Microvention-terumo) და სამედიცინო კორპორაცია ევექსი - ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელი საქართველოში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა