|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნუ დაუჭერთ მხარს ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას“

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ისინი პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი ქუთაისიდან  პარლამენტის  გადატანას. მათი განცხადებით, ეს ქალაქისთვის დამღუპველი იქნება. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ქართველ დეპუტატებს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ დაუჭირონ მხარი კონსტიტუციაში აღნიშნულ ცვლილებას. ეს მოკლავს ქალაქს. ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი, რომლის ფუნქციონირება არა მხოლოდ ქალაქს, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას სჭირდება“,-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია  "უფლებებისა და განათლებისათვის" გამგეობის თავმჯდომარემ ქეთი ბერძენიშვილმა.

"სამოქალაქო სექტორი მხარს უჭერს ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირების გაგრძელებას. საწინააღმდეგო დიდი დანაშაული იქნება ამ ქალაქის წინაშე. საპარლამენტო სტატუსი -ეს არის  შანსი  ქალაქის განვითარებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს ბნელი მომავალი ელოდება",- აღნიშნა  ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ღონისძიების მონაწილეების განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს გამართავენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა