|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არაადაპტირებული პოლიტიკური პარტიები ქუთაისში (ფოტო)

2016 წელი საარჩევნო წელია. ქვეყანა პარლამენტის ახალ შემადგენლობას ირჩევს. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიებისთვის ემზადებიან. ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 წლის ასაკის მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, ამიტომ საჭიროა ყველა პარტია და სახელმწიფო უწყება ყველა მოქალაქისათვის ხელმისწავდომი იყოს.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, რამდენად ადაპრიტებულია პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციები. ამ დროისთვის, ოფისი მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას აქვს, მათ შორისაა კოალიცია "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი", თუმცა აღმოჩნდა, რომ არცერთი ოფისი ადაპტირებული არაა და იქ შესვლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შეუძლებელიცაა.

მსგავსად პარტიებისა,  ამ დრომდე პანდუსები არ აქვს სახალხო დამცველის ოფისს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეების უფლებებს იცავენ.

 

 

 

 

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა