|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, წაართვას მათ ეს მომავალი -ირაკლი შენგელია

არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება, წაართვას მათ ეს მომავალი-ამგავრად ეხმიანება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია "პატრიოტთა ალიანსის" აქციას. "ქართული ოცნების" წევრის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა წარმატებული მხოლოდ განვითარებული ქვეყნების რიგებში იქნება.

"ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, კორექტული დავრჩენილიყავი პოზიციის გამოხატვისას, თუმცა ჩემს შვილებს, ხვალ სკოლაში რომ მიდიან, უნდა ჰქონდეთ ჩემი პასუხი, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, როდესაც ჩვენ ვიქნებით თავისუფალი, განვითარებული ქვეყნების რიგებში და ეს შესაძლებელია, მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს უფლება წაართვას მათ ეს მომავალი"-ვკითხულობთ შენგელიას პოსტში.

ავტორი: ნიუპრესი