|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩილ გოგსაძე: ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა იქნება [R]

ბაღდათ-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბაღდათის მოსახლეობას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არჩილ გოგსაძე წარუდგინა.

არჩილ გოგსაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც რაიონისთვის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას, საკანალიზაციო სისტემისა და ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებას ითვალისწინებს.

როგორც მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, გამარჯვების შემთხვევაში მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ასევე, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა იქნება.

წარდგენაზე  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იმყოფებოდა. დეპუტატმა  მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და  არჩევნებში გამარჯვება უსურვა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა