|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არის მცდელობა, დამაშინონ და ხელი ამაღებინონ პერფორმანსების კეთებაზე"

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაია აქციის დროს ბილწსიტყვაობის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.

  პარტიის "თავისუფალი საქართველო" თანათავმჯდომარე ამას მისი დაშინების მცდელობად მიიჩნევს და და აცხადებს, რომ ხელისუფლებიას მისი პერფომანსები ყელში ამოუვიდა და ამ ფორმით ცდილობენ, ამ საქმიანობაზე ხელი ააღებინონ.

"დამაჯარიმეს 500 ლარით, თურმე ვიგინებოდი, თან უმისამართოდ.  პოლიციელების განცხცადებით, თურმე გამვლელებს ვაგინებდი... ეს არის მცდელობა რომ დამაშინონ, ხელი ამაღებინონ პერფომანსების კეთებაზე, რაც ძალიან აღიზიანებთ მათ. კარგია, რომ ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეშინია ჩემი და შეშინებულმა რომ კიდევ  სხვა ვინმე დააშინოს, ეს შეუძლებელია,"- განაცხადა გოგი წულაიამ. 

 საქმე ეხება  ქუთაისის მერიის წინ რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციას, რა დროსაც გოგი წულაია ქალაქში გაზმომარაგების შეწყვეტას აპროტესტებდა.  მერიის დაცვის და პოლიციის თანამშრომლებმა გოგი წულაიას პერფორმანის ჩატარების საშუალება არ მისცეს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. 

შეგახსენებთ, აქციის მონაწილწეები მერიის წინ სიმბოლურად ცეცხლის დანთებას გეგმავდნენ.

“ხუთ სანტიმეტრ თოვლზე ქალაქი პარალიზებული იყოს, ეს არის კატასტროფა"-გოგი წულაია [VIDEO]

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა