|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„არსებობს მოლოდინი, რომ არჩევნების პერიოდში დარღვევები გამოვლინდება“

როგორია წინასაარჩევნო გარემო და როგორ გამოვავლინოთ დარღვევი-ამ თემაზე ქუთაისში დისკუსია გაიმართა. შეხვედრას პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ქუთაისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა საარჩევნო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, მოლოდინი არსებობის იმისა, რომ არჩევნების პერიოდში დარღვევები გამოვლინდება.

"არსებობს მოლოდინი დარღვევებისა,  ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას შევხვედროდით და გაგვეცნო მათთვის, რას ითვალისწინებს კანონმდებლობა, რა არის დასაშვები და რაა დარღვევა“-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

შეხვედრას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო. საარჩევნო გარემოს "მშვიდს" უწოდებს პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი. ანა რაზმაძის განცხადებით, ამ დროისთვის არ შეიმჩნევა რაიმე სახის დარღვევა და დანაშაული.

განსხვავებულ არჩევნებს ელოდება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, დარღვევა არა მმართველი გუნდისგან, არამედ ოპოზიციისგან შეიმჩნევა.

„ველოდებით განსხვავებულ არჩევნებს. დაძაბვის მოუხედავად, მაინც მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. მმართველი პარტიისგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ აქვს ადგილი,  რითაც არ ვიყავით განებივრებული წინა წლებში. ოპოზიციური პარტიებისგან შეიმჩნევა დარღვევა, რაც არის, თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში ჩართვა. იმიდი მაქვს, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივალთ და ჩავატარებთ მშვიდ არჩევნებს“-განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა  თედო დვალიშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა