|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კვირიკაშვილი: "ასეთი გადაწყვეტილებები პრესკონფერენციებზე არ მიიღება"

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრის გუშინდელი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ასეთი საკითხი  უწყებათაშორისი შეთანხმებისა და სათანადო ფინანსური მზაობის გარეშე არ მიიღება. პრემიერის განცხადებით, მართალია, ქვეყანა საყოველთაო გაწვევის გაუქმების მიმართულებით ვითარდება, თუმცა ამ ეტაპზე ამის მზაობა არ არსებობს: "ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი, ის მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, მათ შორის რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის, ეს დაკავშირებულია ფინანსებთან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

"ასეთი გადაწყვეტილებების გახმოვანება არ ხდება წინასწარი, მინიმუმ ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, ჩვენ მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებზე. ნორმალური ფორმატი არის, რომ  უნდა იყოს მინიმუმ კარგი ტექნიკური მომზადება უწყებათაშორისი გავლილი. მე მგონია, რომ ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ, თინასაც ვურჩევ, რომ ჯობია სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად",-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ საყოველთო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება გუშინ, ერთპიროვნულიად  მიიღო. მან ბრძანებას ხელი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოაწერა. პოლიტიკურმა სპექტრმა ეს გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად შეაფასა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა