|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული აშშ-ში გაემგზავრება

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესარჩევი მესამე ეტაპი ქუთაისი პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.
კონკურსანტებმა კომისიის წინაშე წარადგინეს ინოვაციური პროექტები და გამოგონებები.
კონკურსში წელს მონაწილეობას 65 პროექტი იღებდა, აქედან მეორე ეტაპზე 36 პროექტი გადავიდა. კომისიის წევრების მიერ შერჩეული გუნდები მონაწილეობას კონკურსის ფინალში მიიღებენ, რომელიც 2016 წლის თებერვალში გაიმართება. ფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება ათასწლეულის ინოვაციის გამარჯვებული სამი გუნდი. პირველი ადგილის მფლობელი აშშ-ში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს კონკრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, რომელიც NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაიმართება.
კონკურსის კოორდინატორის, ანა ბერძენაძის თქმით, პროექტით ხელს უწყობენ ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების განვითარებას.
„კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეების წახალისება და გამოგონებების პოპულარიზაცია. დღეს მეორე ეტაპი ქუთაისში ჩატარდა, სადაც კონკურსის მონაწილეები დასავლეთ საქართველოდან იყვნენ წარმოდგენილები. შემდეგი ინტერვიუები ჩატარდება თბილისში, აღმოსავლეთის გუნდებთან,  სადაც შეირჩევა 10 ფინალისტი გუნდი." 
პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო აშშ-ს საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ხორციელდება.

კონკურსის შედეგები 10 დეკემბრისთვის გახდება ცნობილი.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა