|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის რწმუნებული უპრეცედენტო ზომების გატარებას ითხოვს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა.

მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე, სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა.

"აუცილებელია უპრეცედენტო ზომების მიღება, საჭიროა ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება  ასევე, "სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი.  გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ ამ დრომდე გატარებული ზომები არ არის საკმარისი და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, კონტროლის ახალი ბერკეტების შექმნაა საჭირო", -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სწორედ ამ მიზნით, რწმუნებულმა მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები. ზესტაფონში გვიან ღამით მომხდარ ტრადგედიას 25 წლის დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვალების მიზეზის პირვანდელ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა