|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აუზის ადგილი შერჩეულია, შეცდომა შესყიდვების განყოფილებამ დაუშვა"

ნიუპრესის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას - ქუთაისის მერია აუზის პროექტზე მუშაობას ადგილის შერჩევის გარეშე იწყებს,  ქალაქის მერი გამოეხმაურა. 

როგორც შოთა მურღულიამ "ნიუპრესს" განუცხადა, შეცდომა მერიის საფინანსო სამსახურის შესყიდვების განყოფილებამ დაუშვა.  ოლიმპიური სტანდარტის დახურული საცურაო აუზის მშენებლობისათვის ადგილი შერჩეულია და შესაბამისი შესწორება  ელექტრონული კონკურსის დოკუმენტაციაში  შევა. შოთა მურღულიას განცხადებით,  დახურული აუზი ლითოფონის ტერიტორიაზე აშენდება. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ცვლილება ამ დრომდე შეტანილი არ არის.

შეგახსენებთ, ქალაქის მერიამ დახურული აუზის რენდერის მომზადებისათვის  ელექტრონული კონკურსი გამოაცხადა, სადაც აუზის ასაშენებელი ტერიტორია მითითებული არ იყო.  საკითხთან დაკავშირებით, ნიუპრესი მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ აუზის ადგილი ჯერ შერჩეული არ არის. 

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერია აუზის პროექტზე მუშაობას ადგილის შერჩევის გარეშე

  აშენდება თუ არა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ქუთაისში?

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა იწყება

ავტორი: ნიუპრესი