|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავარიის შედეგად დაშავებულები მართვით სუნთქვაზე რჩებიან

ქუთაისის შემოვლით  გზაზე  მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები კვლავ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რჩებიან.   ქუთაისის  ცენტრის დირექტორის ანჟელა ორჯონიკიძის განცხადებით,  კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან  მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ხოლო თვითონ მერაბ კვირიკაშვილი უკვე პალატაშია გადაყვანილი.

„პაციენტებს  უმნიშვნელო დადებითი დინამიკა აღინიშნება. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა და სამედიცინო მეთვალყურეობა“, - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

შეგახსენეთ,  ქუთაისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად რაგბისტები და მათი მეუღლეები მძიმედ დაშავდნენ, მეორე ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი კი დაიღუპნენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა