|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოავარიის შედეგად 3 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

ქუთაისთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის  მკურნალობა გაუარესების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა.  თუმცა, მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა არც გაუმჯობესებულა. ისინი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.  

შეგახსენებთ, 21 ივლისს მომხდარ ავტოავარიაში მძიმედ  დაშავებული რაგბისტები და მათი მეუღლეები ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რჩებიან.

ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა