|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსადგური მოქალაქეთა მოსაცდელების გარეშე [PHOTO]

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსადგური წლებია, არსებობს. შენობა, რომელიც მოქალაქეთა მოსაცდელს წარმოადგენდა, რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლებში კი მან ფუნქცია თითქმის დაკარგა და სავაჭრო ცენტრად და მცირე მარკეტებად გადაკეთდა.

სადგური რამდენიმე რაიონის ტრანსპორტზეა მიბმული. სადგურზე შედის როგორც იმერეთის, ასევე თბილისის და აჭარის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი. მოქალაქეებს ტრანსპორტის ლოდინი ხშირად ფეხზე უწევთ.  არც სავარძლებია და არც მცირე ზომის დარბაზი მგზავრებისთვის. მოქალაქეების განცხადებით, ისინი ვერც მაღაზიის წინ ჩერდებიან, რადგან მფლობელემი ადგილზე გაჩერებას უკრძალავენ. მგზავრების პრობლემაზე საუბრობენ მძღოლებიც, რომელთა განცხადებითაც,  მგზავრს წვიმასა და მზეში უწევს ყოფნა.

ავტოსადგურის ექსპლუატაციის უფროსი ვარლამ გორდელაძე აცხადებდა, რომ სადგური ექსპლუატაციაში 2016 აპრილში შევიდოდა, რის შემდეგაც ადგილზე გარემოვაჭრეებს აღარ გააჩერებდნენ, თუმცა სადგური ამ დრომდე არ ფუნქციონირებს და გარემოვაჭრეები კვლავინდებურად მუშაობენ.

  

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი