|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს გაიმართება

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება, - ამის შესახებ  განკარგულება  ცესკომ გამოსცა

ახალმოწვეული საკრებულოს შეკრებისთანავე ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება უწყდება.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცესკოს სხდომის ჩანიშვბის გაჭიანუირებაში ადანაშაულებდნენ. ცესკოს  განმარტებით კი, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა.

ცესკომ  თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური და თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა. შესაბამისად, ვადის ათვლაც საბოლოო შედეგების შეჯამებიდან დაიწყო.

 

 

ავტორი: ნიუპრესი