|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მოგზაურობის ისტორია აქვს

საჩხერის საავადმყოფოში ვირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს. როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, მისი მდგომარეობა, ვირუსის სიმპტომების მიუხედავად, დამაკმაყოფილებელია და ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ესპანეთიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც ბათუმში კარანტინში იყო. მოთხოვნის შემდეგ, თერჯოლაში თვითიზოლაციაში გადავიდა, რა დროსაც ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. მამაკაცს ქუთაისის კლინიკაში ანალიზები აუღეს და კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტია მოთავსებული. სამს განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი