|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალგაზრდული ბანაკის სასტუმროს მომსახურება ბიუჯეტს 20 000 ლარი უჯდება

ქუთაისის მერია სამთო კურორტზე ახალგაზრდული ბანაკის მოწყობისთვის ემზადება. მერიამ სამუშაოები უკვე დაიწყო, რაც  სასტუმრო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ერთეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებაში გამოიხატება.

სასტუმროს მომსახურების ხარჯებისათვის მერიამ 20 000 ლარი გამოყო. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამთო კურორტზე ახალგაზრდული ბანაკის სასტუმრო მომსახურება ორ ნაკადად, 5-5 დღე (პირველ ნაკადზე 40 პირი, მეორეზე - 50, სულ 90 პირი 10 დღე) 2016 წლის 20 თებერვლიდან, 1 მარტის ჩათვლით, ამასთან  ვალდებულია სასტუმროში უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ.

შეგახსენებთ, რომ მერია ახალგაზრდულ ბანაკს წელიწადში რამდენჯერმე აწყობს.

                                                                                                                                         

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა