|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან. ფესტივალში მონაწილეობას ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ჯგუფებთან ერთად მედიასკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე აცხადებს, ფესტივალი ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებისთვის საერთაშორისო ასპარეზი, ახალგაზრდული ცენტრისთვის კი წარმატების გზა იქნება.

 “მესამე წელია, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში გამართულ ფესტივალებში ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა პრაღიდან წელს პირველად მივიღეთ მოწვევა.  მიგვყავს მხატვრები, უკვე დაჯავშნილია მათი გამოფენისათვის გალერეა, გამოფენის შესახებ კი დაინტერესებულ აუდიტორიას ადგილობრივი საინფორმაციო საშუარებებით ეცნობებათ, ასევე ფესტივალში მონაწილეობას იღებს ვოკალური და საბალეტო სკოლები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მედია სკოლის ჟურნალისტები ბლოგერების სტატუსით არიან მოწვეულები ფესტივალის გასაშუქებლად, მიხარია, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიღების საშუალება ექნებათ“,- აღნიშნა პატარიძემ. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა