|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი უფროსი ტურიზმის ცენტრში დასაქმდა

ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ნანა ლორთქიფანიძე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

 ცენტრის ხელმძღვანელის  მოადგილე ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ წარუდგინა. აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპრესთან" საუბრისას ლორთქიფანიძემ დაადასტურა.


„ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილედ გუშინ დავინიშნე. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა“, -განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

 

ნანა ლორთქიფანიძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოსტი ორი დღის წინ დატოვა. მის ადგილზე დავით წიტაიშვილი დაინიშნა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე